Barbie

ივლისში, ყველაზე ცნობილი თოჯინა "Barbie"-ის ფილმის პრემიერა შედგა მთელს მსოფლიოში.

Barbie
ივლისში, ყველაზე ცნობილი თოჯინა "Barbie"-ის ფილმის პრემიერა შედგა მთელს მსოფლიოში.
Barbie

რომანტიკული კომედია თოჯინა ,,Barbie''-ის თავგადასავალი ათასობით გოგონასთვის იქცა შთაგონების წყაროდ.
"Barbie"-ს შექმნის ისტორია
ფილმის პრემიერა პირველად 2009 წელს შედგა, თუმცა, 2014 წელს გამოცხადდა, რომ Sony Pictures-მა, Universal Pictures-სგან მოიპოვა ფილმზე უფლებები და კომიკოსი, ემი შუმერი გადაიყვანეს ბარბის როლში. მოგვიანებით, გუნდთან შემოქმედებითი უთანხმოების გამო, შუმერმა დატოვა გადაღებები და როლი ენ ჰეთევეიმ მიიღო. თუმცა, ვერც ეს გარიგება შედგა და საბოლოოდ, ფილმის უფლებები Warner Brothers-ს გადაეცა.

მსახიობები

  • Margot Robbie

    The Hollywood Reporter-თან საუბრისას Robbie-მ თქვა, რომ ადამიანებს მაშინვე შეექმნათ წარმოდგენა ფილმზე, რადგან იცოდნენ, რომ ის მასში ბარბის როლს შეასრულებდა. თუმცა, მსახიობის თქმით, რაც მოგვიმზადეს, სულაც არ არის ის, რასაც ველით.

  • Ryan Gosling

    რაიან გოსლინგმა "The Tonight Show"-ში თქვა, რომ ბარბის სცენარი საუკეთესო სცენარი იყო, რაც კი ოდესმე წაუკითხავს.

  • Emma Mackey
    "ამ ფილმში ტირილი არ არის. ეს სუფთა ამერიკული კომედია იქნება", - განაცხადა მაკიმ "Empire"-თან საუბარში. მისი თქმით, „Barbie“ მსუბუქი, მხიარული, სულელური და ვარდისფერი იქნება. ეს იქნება ძალიან მოულოდნელი მრავალი თვალსაზრისით და შეიძლება არ შეესაბამებოდეს აუდიტორიის მოლოდინებს.
  • Simu Liu

    "ფილმი ძალიან უცნაურია. მაგრამ უცნაური ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით", - განუცხადა მსახიობმა CinemaBlend-ს. მისი თქმით, ის ბედნიერია, რომ ფილმმა ახალი შეხედულებები და ღირებულებები მოიტანა მთელს მსოფლიოში.

  • Michael Cera

    მაიკლ სერას თქმით, „ბარბი“ მისი პირველი ფილმი იყო, რომლის დეტალები საზოგადოებამ, მუშაობის დასრულებამდე იცოდა. მათ შორის ის ფაქტი, რომ კენის როლს რაიან გოსლინგი შეასრულებდა.

  • Issa Rae
    TODAY-თან ინტერვიუში რაემ თქვა, რომ Gerwig-თან მუშაობა უდიდესი გამოცდილება იყო. მისი თქმით, როდესაც ფილმის იდეის შესახებ პირველად შეიტყო, სიგიჟედ ჩათვალა, მაგრამ სცენარმა წარმოდგენა შეაცვლევინა. მიხვდა რეჟისორის მიზანს და დარწმუნებული იყო, რომ შედეგად, გამორჩეულ, აზრიან და თან ძალიან სახალისო ნამუშევარს მიიღებდნენ.
"Barbiecore"-ის სტილი
“Barbie"-ის ფილმის გამოსვლამდეც და ცხადია, მის შემდეგაც ბარბის ესთეტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოდის ინდუსტრიაზე, რაც განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ გადაღების პროცესში ვირუსულად ვრცელდებოდა მარგო რობის კოსტიუმების ფოტოები. შედეგად, თუკი წინასწარი პროგნოზებით ვიცოდით, რომ ვარდისფერი 2023 წლის ყველაზე ტრენდული ფერი იყო, Barbie-ის თრეილერის გამოსვლის შემდეგ, ვარაუდები უკვე ცხადი გახდა.
მიიღეთ შთაგონება Barbie-ს სტილით და მოემზადეთ Barbiecore-სთვის.
საინტერესო ფაქტები
იცოდი რომ...
1
Barbie-ს პირველი თრეილერი პატივს სცემს სტენლი კუბრიკის "კოსმოსურ ოდისეას" მის საკულტო სცენაზე მითითებით.
2
ფილმში ასევე თამაშობს დუა ლიპა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად მსახიობის გამოცხადებამდეც გავრცელდა.
3
ფილმში რამდენიმე ბარბისა და კენის არსებობის შესახებ ჭორები დადასტურდა, როდესაც ემა მაკიმ "Empire" - ს განუცხადა, რომ გადაღებების წინ ბარბებისთვის ღამის წვეულება მოეწყო.
4
Barbie-ში უნდა ეთამაშა საოირს რონანს, რომელიც გრეტა გერვინგის ფილმების განუყოფელი ნაწილი გახდა. ასევე გაირკვა, რომ ლედი გაგა თავდაპირველად განიხილებოდა ბარბის როლზე. მაგრამ როცა როლი რობის გადაეცა, გაგამ ჯოკერში ჰარლი ქუინის როლი მიიღო.
5
მიუხედავად თაყვანისმცემლების მოლოდინისა, Aqua band-ის საკულტო სიმღერა "Barbie Girl" ფილმში არ იქნება. მიზეზი წარუმატებელი სასამართლო პროცესია, რომელშიც კომპანია Mattel-მა ჯგუფს „საავტორო უფლებების დარღვევისთვის“ უჩივლა, მაგრამ შედეგად წააგო.
6
სიმუ ლიუს, რომელიც ერთ-ერთ პერსონაჟს თამაშობს, ტანზე მთელი თმის მოცილება მოუწია, რათა კანს პლასტიკური ბზინვარება მისცემოდა. როლისთვის მომზადებისას მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ბევრ საცეკვაო რეპეტიციაში.
* ვებგვერდზე მითითებული პირობები შეიძლება დაირღვეს (შეიცვალოს) Onex-ის კონტროლის მიღმა გარემოებების გამო.
როგორ შევიძინოთ ONEX-ის საშუალებით?
  • რეგისტრაცია!
    დარეგისტრირდით ჩვენს ვებგვერდზე და მიიღეთ შიფინგ მისამართები უფასოდ!
  • ონლაინ ყიდვა!
    გამოიყენეთ შიფინგ მისამართები ვებსაიტებზე ყიდვისას.
  • მიწოდება საქართველოში
    მიიღე შენი ამანათები საქართველოში.
შემოგვიერთდი
და ისარგებლე მრავალი უპირატესობით!

ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის ფასები არის ფასები 2023 წლის 13 აპრილის მდგომარეობით.