ფილმები, რომლებიც ახალი წლის პერიოდში არ უნდა გამოტოვო!
ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის იმ ფილმების სია, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით და საახალწლო პერიოდს განსაკუთრებით მოუხდება.
ახალი წლის წამზომი ჩართულია!
დღე
საათები
წუთები
წამები
მოიმარაგეთ
  • თხილი
  • მანდარინი
  • ორცხობილები

  • ცხელი შოკოლადი

და დავიწყოთ!
მარტო სახლში

ამერიკული ოჯახი საშობაოდ მიდის სამოგზაუროდ ჩიკაგოდან-ევროპაში. სამზადისში, სიჩქარესა და არეულობაში მშობლებს ერთ-ერთი შვილი შემთხვევით სახლში დარჩებათ. რვა წლის კევინის სახლს კი, ორი ქურდი თვალს დაადგამს, თუმცა მოხერხებული ბიჭი კარგად გაართმევს თავს და მოემზადება თავისი ტერიტორიის დასაცავად.
ჰარი პოტერის სერიები

ჰარი პოტერი უცნაური თვისებების მქონე ობოლი ბიჭია, რომელიც დარსლების ოჯახთან, დეიდასთან და ბიძიასთან ერთად ცხოვრობს. ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, როდესაც ჰარიმ, რომელსაც დეიდას და ბიძიას გარდა არავინ ჰყავდა, წერილი მიიღო, თუმცა მისი წაკითხვა ვერ მოასწრო, რადგან ბიძიამ წაართვა. ამის შემდეგ სახლში წერილების ნამდვილი წვიმა წამოვიდა. ჰარისთვის წერილი გამოგზავნილი იყო ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა ჰოგვორტსიდან. შედეგად, ჰარი ჰოგვორტსში წავიდა სასწავლებლად და აქედან იწყება მტავარი თავგადასავლებიც.
შვებულება

სანამ ფილმის მთავარი პერსონაჟი ირისი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება. ბიზნესმენი ამანდა ვუდსი აღმოაჩენს, რომ მისი საყვარელი ადამიანი ღალატობს, ამიტომ გადაწყვეტს რადიკალურად შეცვალოს მისი ცხოვრება. ასე იპოვიან გოგონები ერთმანეთს სოციალური ქსელის საშუალებით და გადაწყვეტენ რომ გაცვალონ სახლები საშობაოდ, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს გაცვლა სასიყვარულო რომანების საწინდარი გახდებოდა.
პრინცესა შობას

დისა და სიძის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, ამერიკელი ქალი დისწულების მეურვე ხდება. საშობაოდ კი მათ ბაბუა ევროპაში მიიპატიჟებს, სადაც მათ საოცარი სიურპრიზები ელოდებათ.
რეალური სიყვარული

ბრიტანული რომანტიკული კომედია რვა სხვადასხვა წყვილის ამბავს გვიყვება, რომელთაც როგორც აღმოჩნდება, საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი უყვართ და თან შობაც ახლოვდება.
დაუვიწყარი შობა

რომანტიული კომედია მოგვითხრობს ამბავს მდიდარი გოგონას შესახებ, რომელსაც შობის წინა დღეებში ამნეზიის დიაგნოზს დაუსვამენ და შემთხვევით აღმოჩნდება სიმპათიური კოტეჯის მფლობელისა და მისი ქალიშვილის მზრუნველობის ქვეშ.
საშობაო ქრონიკები

და-ძმა კეიტი და თედი, ცდილობენ დაამტკიცონ რომ სანტა კლაუსი რეალურად არსებობს, მაგრამ როდესაც მათი მიზეზით სანტას მარხილი გაფუჭდება, მოუწევთ შობის გადარჩენა და აქ იწყება მთავარი თავგადასავალიც. ისინი ერთგულ ელფებთან და ჯადოსნურ მფრინავ ირმებთან ერთად ეხმარებიან თოვლის ბაბუას, რომ გაახარონ ბავშვები ყველასთვის საყვარელ დღესასწაულზე.
12 პაემანი შობას

რომატიკული კომედია ქეითის ამბავს გვიყვება, რომელიც ცდილობს ძველი შეყვარებული დაიბრუნოს და ამისთვის შობის წინ, 12 პაემანზე მოუწევს წასვლა. საბედნიეროდ, მას ეძლევა შანსი გამოასწოროს ძველი შეცდომები და გააცნობიერებს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი ადამიანები, მეგობრები და ოჯახის წევრებია.
ელფი

ფილმი მოგვითხრობს ბავშვზე, რომელიც წლების წინ სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალება და შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა, სადაც პატარა ელფების შორის აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი კი მას იშვილებს. ახალ სახლს და სახელსაც მისცემენ. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში თავის დამკვიდრებას, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს.
მიკისთან შობაზე

მიკი, მინი და ყველასთვის საყვარელი გუფი, დონალდი და ასევე პლუტო ერთად შეგროვდებიან იმისათვის, რომ სამი საოცარი და ჯადოსნური საშობაო ისტორია მოგვითხრონ.
გრინჩი

ფილმი მოგვითხრობს ინტროვერტი გრინჩის შესახებ, რომელიც ცხოვრობს ბნელ გამოქვაბულში, მთის წვერზე, ყველასგან შორს, მაგრამ როდესაც ეს „ყველა“ გადაწყვეტს დიდი საშობაო ზეიმისთვის გამართვას, გრინჩი შობის მოპარვას დაისახავს მიზნად.
კოშმარი შობის წინ

ჰელოუინის სამეფოს ხელმძღვანელობს ჯეკ სკელინგტონი. შობის წინ ჯეკი შემთხვევით აღმოჩნდება საშობაო ქალაქში, სადაც აღმოაჩნეს რომ არსებობს სიხარული, სიკეთე და გართობა. მას ძალიან სურდა ხალხისთვის ბედნიერების მოტანა, ამიტომაც მოიტაცებს თოვლის ბაბუს და მისი ადგილის დაკავებას შეეცდება.
სიზმრების მცველი
როდესაც ბოროტი სული ცდილობს დაიპყროს სამყარო, უკვდავი მცველები გაერთიანდებიან, იმისათვის რომ ბავშვების იმედები, რწმენა და ოცნებები დაიცვან, მთელს მსოფლიოში.
ცუდი სანტა
შობის ღამეს, სუპერმარკეტის გაძარცვის მიზნით, თაღლითი და მისი პარტნიორი, სანტას და მის პატარა ასისტენტს განასახიერებენ. საქმე გართულდება, როცა თაღლითი დაუმეგობრდება ბავშვს, ხოლო დაცვის უფროსი მათ ჩანაფიქრს მიხვდება.
უკანასკნელი შობა
ფილმი ქეითის ამბავს გვიყვება, რომელიც ცუდი გადაწყვეტილებების მიღების ოსტატია და სავაჭრო ცენტრში სანტას ელფად იწყებს მუშაობას. აქ კი გაიცნობს სიმპატიურ ტომს და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვლება.
ოთხი შობა
ბრედსა და ქეიტს უნდათ მშობლებთან ერთად შეხვდნენ შობის დღესასწაულს, მაგრამ საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ წყვილის მშობლები განქორწინებულები არიან, ამიტომ მათ ერთ დღეში, ოთხ სხვადასხვა ადგილას ყოფნა ყოფნა უწევთ.
ახალი წლის ღამე
ფილმი ნიუ-იორკელების ამბავს გვიყვება, სადაც მთავარი ამბავი ახალი წლის ღამეს ხდება. რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული ვითარება, სამზადისი და ადამიანური ემოციებით დატვირთული ფილმი, სხვადასხვა ღირებულებებზე გვაფიქრებს.
საშობაო კორპორატიული წვეულება
როდესაც მთავარი გმირის და, კომპანიის გენერალური დირექტორი, ძმას მისი ფილიალის დახურვით ემუქრება, ის გადაწყვეტს გრანდიოზული წვეულების მოწყობას, რათა სარფიანი კონტრაქტი გააფორმოს. მაგრამ წვეულება გეგმის მიხედვით არ მიდის.
შობის გადატანა

ფილმი გვიყვება მარტოხელა მდიდარი, დრიუს ამბავს, რომელსაც არავინ ჰყავს და როგორც წესი, შობას მარტოობაში ატარებს. ერთხელაც ის გადაწყვეტს დაიქირაოს მთელი ოჯახი, რათა შობის დღესასწაულზე მარტო არ შეხვდეს.
შობა უიღბლოებთან ერთად
ლუთერი და მისი მეუღლე ნორა გადაწყვეტენ გამოტოვონ შობა, რადგან მათი ქალიშვილი ამ დროს მათთან არ იქნება. წყვილი კრუიზზე კარიბის ზღვისკენ მიემართება. მათი მცდელობა, თავი დააღწიონ საკურორტო სეზონს, იწვევს შედეგებს, რომლებსაც ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ.
2024
2025
2024
2025
2024
2025
Previous Example / Next Example
Open this page on desktop >1200px to see animation
2025
NEW COLLECTION
NEW COLLECTION
რა შეგვიძლია შევუკვეთოთ
მითითებული ვადები შეიძლება შეიცვალოს Onex-ის კონტროლის მიღმა გარემოებების გამო.
ქვიზი
შეგიძლიათ გამოიცნოთ რომელი ფილმებიდან არის შემდეგი კადრები?
დავიწყოთ
რომელი ფილმიდანაა ეს სცენა?
შეცდომაა
სწორია
შეცდომაა
შეცდომაა
შემდეგ
შეამოწმეთ
შედეგის ჩვენება
რომელი ფილმიდანაა ეს სცენა?
სწორია
შეცდომაა
შეცდომაა
შეცდომაა
შემდეგ
შეამოწმეთ
შედეგის ჩვენება
რომელი ფილმიდანაა ეს სცენა?
შეცდომაა
შეცდომაა
შეცდომაა
სწორია
შემდეგ
შეამოწმეთ
შედეგის ჩვენება
რომელი ფილმიდანაა ეს სცენა?
შეცდომაა
შეცდომაა
სწორია
შეცდომაა
შემდეგ
შეამოწმეთ
შედეგის ჩვენება
რომელი ფილმიდანაა ეს სცენა?
სწორია
შეცდომაა
შეცდომაა
შეცდომაა
შემდეგ
შეამოწმეთ
შედეგის ჩვენება
რომელი ფილმიდანაა ეს სცენა?
შეცდომაა
შეცდომაა
სწორია
შეცდომაა
შემდეგ
შეამოწმეთ
შედეგის ჩვენება
რომელი ფილმიდანაა ეს სცენა?
შეცდომაა
სწორია
შეცდომაა
შეცდომაა
შემდეგ
შეამოწმეთ
შედეგის ჩვენება
რომელი ფილმიდანაა ეს სცენა?
სწორია
შეცდომაა
შეცდომაა
შეცდომაა
შემდეგ
შეამოწმეთ
შედეგის ჩვენება
რომელი ფილმიდანაა ეს სცენა?
Սխալ է
Սխալ է
Այոոո՜
Սխալ է
შემდეგ
შეამოწმეთ
შედეგის ჩვენება
რომელი ფილმიდანაა ეს სცენა?
Այոո՜
Սխալ է
Սխալ է
Սխալ է
შემდეგ
შეამოწმეთ
შედეგის ჩვენება
ხოოო, უმჯობესია ფილმები თავიდან ნახო!
თავიდან დაწყება
სამწიხაროდ, ცუდი შედეგი გაქვთ ... უმჯობესია ფილმებს თავიდან ჩაუჯდე!
თავიდან დაწყება
არაა ცუდი შედეგი, მაგრამ ვფიქრბ, უკეთესადაც შეგიძლია.
თავიდან დაწყება
ყოჩაღ, ძალიან კარგი შედეგია.
თავიდან დაწყება
როგორც ჩანს საშობაო ფილმების მოყვარული ხარ
თავიდან დაწყება
ყოჩაღ, შენ ნამდვილად ფილმების ექსპერტი ხარ!
თავიდან დაწყება
არ გაქვს დრო რომ შენთვითონ იყიდო?
ჩვენ შევიძენთ შენთვის და ჩამოგიტანთ საქართველოში ყველაზე სწრაფად.
როგორ შევიძინოთ ONEX-ის საშუალებით?
  • რეგისტრაცია!
    დარეგისტრირდი ჩვენს ვებგვერდზე და მიიღე შიფინგ მისამართები უფასოდ!
  • ონლაინ ყიდვა!
    გამოიყენე შიფინგ მისამართები ვებსაიტებზე ყიდვისას.
  • მიწოდება საქართველოში
    მიიღე შენი შეკვეთა საქართველოს ნებისმიერ ქალაქში
ასევე, შესაძლოა დაინტერესდე
შემოგვიერთდი
და ისარგებლე მრავალი უპირატესობით!
ფასები წარმოდგენილია 2024 წლის 19 დეკემბერი მდგომარეობით