ყველა ამ პროცესის გავლის შემდეგ, მას შემდეგ რაც სელერი გადმოაგზვანის პროდუქციის ფოტოებს, თქვენ შესაძლოა არ იყოთ 100% დარწმუნებული პროდუქციის ხარისხში. ამიტომ,ჩვენ გირჩევთ, რომ სელერს მოსთხოვოთ ერთი ნიმუშის გამოგზვანა, სანამ დაუდასტურებთ მთლიან შეკვეთას.
მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ერთი ცალი ნიმუშის დამზადებას უფრო მეტი ძალისხმევა და რესურსი სჭირდება, შესაბამისად შესაძლოა რომ ფასი საკმაოდ მაღალი იყოს.
მიუხედავად ამ ფაქტისა, გამყიდველების უმეტესობა გთავაზობთ, რომ გადახდილი ნიმუშის თანხას გამოაკლებენ მთლიანი შეკვეთის საერთო ფასს, თუ რა თქმა უნდა გადაწყვეტთ მათთან თანამშრომლობას.
ჩვენ გირჩევთ, რომ შეუკვეთოთ ერთი და იმავე პროდუქციის რამდენიმე ნიმუში სხვადასხვა სელერს, რომ რეალურად დაინახოთ განსხვავება და შეაფასოთ ხარისხი
იმისათვის, რომ არ დიდხანს არ ელოდოთ ნიმუშის ჩამოსვლას საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ ჩვენს
SMART მომსახურებას, რომლის მეშვეობითაც ჩვენი პერსონალი მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, როგორც კი თქვენი ნიმუში ჩვენი ჩინეთის საწყობში ჩამოვა.